
უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია ბატკივშინას ლიდერს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა – ამის შესახებ უკრაინული მედია „უნიანი“ იუწყება.
მედიის ცნობით, პოლიტიკოსის გარდა კოვიდ-19 მის მეუღლეს არტურ ჩიჩოტკინსა და შვილს ევგენია ტიმოშენკოს დაუდასტურდა.
ჯერჯერობით უცნობია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.























