16:21 | 2021-01-06 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსით გარდაცვლილი პატიმარი გარდაცვალებისას უკვე გათავისუფლებული იყო – იუსტიციის მინისტრის განმარტება

კორონავირუსით გარდაცვლილი პატიმარი გარდაცვალებისას უკვე გათავისუფლებული იყო – იუსტიციის მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე განმარტება გააკეთა.

 

სამწუხაროდ, პატიმარი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. მე-7 დღეს მას უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის პრაქტიკით გათვალისწინებული, მოხდა ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება, იგი გათავისუფლდა და შემდეგ, სამწუხაროდ, იგი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ავტორი: თამთა თორდია

X