11:39 | 2020-09-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარაში კორონავირუსის ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულიდან ერთი იუსტიციის სახლის თანამშრომელია. ამის შესხებ რამდენიმე წუთის წინ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

 

აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადება ინტენსიურად ვრცელდება - მარინა ეზუგბაია
2020-09-08აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადება ინტენსიურად ვრცელდება - მარინა ეზუგბაია

 

„აქედან სამი გახლავთ ხოფის ბაზრობას უკავშირდება, ერთი არის იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორი წყარო გახლავთ უცნობი, დანარჩენი ყველა არის დაკავშირებული უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

 

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და – 1321-ს შეადგენს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X