23:33 | 2021-06-18 ავტორი: Prime Time

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ. ამის შესახებ Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

 

„იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს მივანიჭეთ სოხუმის და ცხინვალის სახელები. ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა“, – წერს რატი ბრეგაძე.

 

ავტორი: Prime Time

X