
ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ათ პროცენტს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა
ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს
„პირველი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს წინ მდგარი შვილი ვერ ვიცანი“ – ნანიკო ჩხაიძე






















