
“ქართული ოცნების” დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში 6 კონგრესმენის მიერ აშშ-ს სახელმწიფოს მდივნის, მაიკ პომპეოს მიმართ მიწერილი წერილს პაუსუხობს და ე.წ. “კეთილგანწყობილ” შესწორებებს აქვეყნებს. “პრაიმტაიმი” აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყნის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა.
დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ.”, – წერს ქანთარია.
ქანთარია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ოლიგარქის წონდება არასწორია.
“არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული.
პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი”, – წერს ქანთარია.
ინფორმაციისთვის, 27 ივლისს 6 კონგრესმენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილი მიწერა. აღნიშნულ წერილში ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე და “ქართული ოცნების’ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების ქვეყნიდან შევიწროებაზეაც არის საუბარი.























