
მე ვთვლი, რომ გავრილოვის ღამე გარდამტეხი და წელში გამტეხი იყო ასევე მისთვის – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, „ღამის მთავარის”, ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„საერთოდ, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მისი დაღმასვლა და მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი, ყოველგვარი რაღაც ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა, კარგი გაგებით, ჩვენ მას დავაშვებინეთ.
მან გაისროლა – ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა. ეს უპატიებელია. ის შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან.
დავაშვებინეთ შეცდომა – მე არ ვგულისხმობ პოლიტიკოსების ქმედებას. საზოგადოების ქმედება მთლიანად, ის, რომ მას არ მივეცით საშუალება, ამ ადამიანის წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენ რაღაც ჩვენი პროტესტის გამოსახატავად მივედით, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა,“ – აცხადებს ოქრუაშვილი.






















