
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა:
აღიაროს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს.
დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით – ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს.
ჩაატაროს და წავიდეს… ეს კარგი წინადადებაა მისთვის….
ყველა სხვა გზას ის მიყავს უცილობელი კატასტროფისკენ“, – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ:






















