
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის მობილიზებას “სირცხვილია” ორგანიზებას გაუწევს.
”დიახ!!! ამ თანხასაც შევუგროვებთ, საბოლოოდ გამართლებასაც მივაღწევთ და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობასა აუცილებლად დავასრულებთ”,- წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.
21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.






















