22:56 | 2020-06-04 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ჯაფარიძე არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას, ვნახოთ ვინ გაჰყვება

ჯაფარიძე არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას, ვნახოთ ვინ გაჰყვება

საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

 

„საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, მაგრამ რევოლუციას რას შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ ვინ გაჰყვება“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს
2020-06-04„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს

 

ცნობისთვის, ემზადეთ რევოლუციისთვის – ასე მიმართა გიორგი არველაძემ ქართულ ოპოზიციას.

 

„შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს!

 

თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა…“

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X