12:22 | 2020-10-01 ავტორი: Prime Time

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „პრაიმტაიმთან“ საუბარში თენგიზ ცერცვაძესთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს და გავრცელებულ ინფორმაციას ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით, ეხმაურება.

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? - რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში
2020-10-01გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? - რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში

 

“მე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მივლინებაში ვარ ბათუმში. ბოლოს კომუნიკაცია გვქონდა, დიდი შეხვედრა იყო სამინისტროში, ორშაბათს ან სამშაბათს, სადაც ბატონი თენგიზიც ბრძანდებოდა და განვიხილეთ მთელი რიგი კლინიკური საკითხები.

 

ონლაინ კომუნიკაციაშიც მუდმივად ჩართულია. არაფორმალურად გაჟღერდა, რომ თითქოს აპირებს ბათუმში ჩამოსვლას ხვალ, თუმცა ფორმალური ინფორმაცია არ არის. ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ვართ მე და პაატა იმნაძე, კლინიცისტები მუდმივად არიან ჩართული,“- განაცხადა გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

X