09:11 | 2021-12-13 ავტორი: Prime Time

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, -. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

 

მათივე ცნობით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი.

 

მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.

ავტორი: Prime Time

X