16:02 | 2020-09-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება

ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება.

 

აჭარაში კლასტერები აღარ არის, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა!
2020-09-14აჭარაში კლასტერები აღარ არის, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა!

 

მისივე თქმით, ეს პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

 

„ეს [კოვიდსასტუმროები] გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია. ჩვენ, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ვარჩიეთ ჰოსპიტალური მართვა. კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ მართვაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ “კოვიდსასტუმროებში” გადაჰყავთ.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X