14:42 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კლინიკის შექმნაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კლინიკის შექმნაზე მუშაობს

“ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

“დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითდად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ მეტად სპეციალიზირებული კონსულტირება ჰქონდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X