15:36 | 2020-05-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტების მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეაჩერა

ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტების მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეაჩერა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი 30 000 სწრაფი ტესტის შესახებ განმარტებას აკეთებს.

 

როგორც გაბუნიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტები, რომლებიც ნიდერლანდებში იყო რეგისტრირებული, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

 

ბიოზეკის ტესტები რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, რომლის საფუძველზე მოხდა, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში.

 

ტესტს თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული ტესტმა დააკმაყოფილა.

 

ტესტის რეალურად შესრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. მოგეხსენებათ რამდენად საჩქაროა ამ ტესტების ქონა ზოგადად ქსელში

 

და ამდენად, იმის გამო, რომ დათქმული ვადაში ბიოზეკის ტესტის მიწოდება ვერ მოხერხდა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ.

 

ამდენად დღეს ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტისთვის არ გვაქვს და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების განხორციელება, ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, 24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტი იყიდა. 

 

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიერ ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი სწრაფი ტესტები, არა ნიდერლანდებში, არამედ ჩინეთშია დამზადებული.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X