
თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, გაჩნდა სხვადასხვა სახის პრობლემა.
კოვიდ სასტუმროებში პაციენტების მიმართ უყურადღებობასა და ოჯახის ექიმთან კომუნიკაციის პრობლემაზე დასმულ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა.
„მას შემდეგ, რაც დაიწყო დრამატული ზრდა შემთხვევების, პრობლემებმა იმატა. საქართველო თავის სერიოზულ წარმატებას მკურნალობისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის კუთხით აღწევდა სწორედ კარგი მოვლის ხარჯზე. როდესაც სამედიცინო პერსონალი თავს ევლებოდნენ პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, რომ ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია – გადატვირთვა და არასაკმარისი რაოდენობა ადამიანების,”- განაცხადა ცერცვაძემ.






















