01:06 | 2020-06-12 ავტორი: თამთა თორდია

ჯანმო გვაფრთხილებს, ზაფხული, შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ – თამარ გაბუნია

ჯანმო გვაფრთხილებს, ზაფხული, შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ – თამარ გაბუნია

ჯანმო დაბეჯითებით, მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ არა საზეიმოდ და იმ შედეგების აღსანიშნავად, რომელიც აქამდე მივიღეთ, არამედ გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ -თამარ გაბუნია
2020-06-11შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ -თამარ გაბუნია

 

 

 

მისი თქმით, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია.

 

„სეზონურობის თეორიის (რომელიც შეიძლება მართალი გამოდგეს), მყარი საფუძველი არ გააქვს, მაგრამ ზოგადად რესპირაციულ ინფექციებს რა ტენდენციების ახასიათებს საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ვირუსსაც შესაძლოა გავრცელების იგივე ხასიათი ჰქონდეს.

 

ანუ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია, ამდენად მეორე ტალღა თუ დადგა, მოსალოდნელი პერიოდი ალბათ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: თამთა თორდია

X