15:44 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჯანმო გვაფრთხილებს, რომ პლაზმით მკურნალობა ჯერ არ არის მიღებული – ლევან გოფოძე

ჯანმო გვაფრთხილებს, რომ პლაზმით მკურნალობა ჯერ არ არის მიღებული – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ სისხლის პლაზმასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან არსებობს გაფრთხილება, რომ ეს მეთოდი ჯერ მიღებული არ არის.

 

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს პლაზმა გამოეყენებინათ.

 

„ეს მეთოდი დანერგილი არ არის. მაგაზე ბევრს კამათობენ. არის რეკომენდაცია, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული ეს პლაზმა. ამის გამოცდილება ძალიან მცირეა, ამიტომ საზღვარგარეთაც კი ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყენებენ ხოლმე.

 

გასულ კვირას გვქონდა ჩართვა ჯანმოს ექსპერტებთან და მათაც კატეგორიულად გაგვაფრთხილეს და გვირჩიეს, რომ ეს ჯერ არ არის სამკურნალო მეთოდად მიღებული.

 

ძალიან რთულია ვთქვათ რაიმე პოზიტიური ან ნეგატიური ამასთან დაკავშირებით

 

გვყავს ჩვენ კლინიკური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ ინფექციებზე და მუდმივად მიმდინარეობს ამის განხილვა.

 

როგორც ვიცი, ჯერ არ გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ასეთი პლაზმა გამოგვეყენებინოს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

სხვების სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან პლაზმის აღება იწყება- ინფექციური საავადმყოფოს განცხადება
2020-03-30სხვების სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან პლაზმის აღება იწყება- ინფექციური საავადმყოფოს განცხადება
 
საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს - თენგიზ ცერცვაძე
2020-03-31საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს - თენგიზ ცერცვაძე

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X