11:26 | 2020-03-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჯარედ ლეტომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო

ჯარედ ლეტომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო

მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს გაიგო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

 

„ვაუ, 12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყეთ. აბსოლუტურად იზოლირებულები ვიყავით. არანაირი ტელეფონი და კომუნიკაცია. აზრზე არ ვიყავით, რა ხდება.

 

გუშინ აბსოლუტურად სხვანაირ მსოფლიოში ჩამოვედი. იმაში, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. ნამდვილად გამაოგნებელია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეგობრები და ოჯახის წევრები მწერენ და ვიგებ რაც ხდება.

 

ვიმედოვნებ, ყველა კარგად ხართ. ყველას პოზიტიურ ენერგიას გიგზავნით“, – წერს მომღერალი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X