
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ მის მიერ, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლოანი პირბადით გამოცხადება, ნამდვილად დარღვევა იყო და განმარტავს, რომ, უბანზე გამოცხადებამდე, არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.
„დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე.
ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ბრენდირებული პირბადით მისვლა ცესკომ აგიტაციის წესის დარღვევად შეაფასა.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























