
პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიმართავს სასამართლოს, „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“.
„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ 7 ნოემბრის საქმეზე და იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, ბრალდებულის სტატუსი აქვს და საპროცესო ნორმები დავიცვათ. პროცესს დავუბრუნდეთ სასამართლო განხილვის ან გონივრული დრო, მე მგონი 20 წუთი გონივრული დრო იყო მიმართვის. რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადება. ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საკითხზე“, – განაცხადა პროკურორმა.
(NS)






















