
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან, დაახლოებით სამი თვე გავიდა და მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, COVID19-ით 400 000 ადამიანი დაინფიცირდა.
ყველაზე მეტი შემთხვევებით პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც სულ 81 171 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა რაოდენობა დღითიდღე მცირდება.
COVID19-ის გავრცელების ეპიცენტრად რჩება ევროპის ქვეყნები და აშშ. ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იტალიაა, სადაც ვირუსით დაინფიცირებულია 64 000 ადამიანი.
ჩინეთსა და იტალიას შორის განსხვავება ისაა, რომ ჩინეთში 81 ათასი ინფიცირებულთაგან 73 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო იტალიაში მხოლოდ 8 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, 2020 წლის 6 მარტისთვის კი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო დაინფიცირებული. კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია ასე გამოიყურება:
6 მარტი: 100 000
17 მარტი: 200 000
21 მარტი: 300 000
24 მარტი: 400 000
24 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 400 000 შემთხვევიდან აქტიურია 274 000, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა 104 ათასს აღწევს, ხოლო გარდაიცვალა 17 237.






















