15:36 | 2020-03-19 ავტორი: ნინი ტაველიძე

ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არაა, დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა კორონავირუსია – კალაძე

ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არაა, დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა კორონავირუსია – კალაძე

მე მგონი ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არაა. დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა, ესაა კორონავირუსი და ყველამ ერთად, ერთიანი კონსოლიდაციით უნდა ვებრძოლოთ ამ უმძიმეს გამოწვევას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„როგორც ხედავთ ხელისუფლება თანმიმდევრულია და ვდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს პრევენციისთვის. ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და პულსზე გვიდევს ხელი და თუ დავინახავთ ამის საჭიროებას, ესეც არ მოგვერიდება და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“,- აღნიშნა კალაძემ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X