18:24 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

ჯერ ის სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს, როცა ქვეყანას ეს ბოროტი კლოუნი წარმოადგენდა – მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე

ჯერ ის სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს, როცა ქვეყანას ეს ბოროტი კლოუნი წარმოადგენდა – მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე

„ჯერ ის სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს, როცა ქვეყანას ეს კლოუნი, ბოროტი კლოუნი ოფიციალურად წარმოადგენდა. სერიოზულად მეკითხებით, რომ მისთვის რაიმე წარმომადგენლობის მინიჭებაზე საერთოდ ფიქრიც კი შეიძლება?“ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „პრაიმტაიმის“ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც რომ საქართველოს მთავრობისგან წარმომადგენლობის მინიჭებას ითხოვს.

 

ჩვენ დეპუტატს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა იმის დაშვება, რომ სააკაშვილს მიენიჭოს წარმომადგენლის ფუნნქცია, რაზეც მიხეილ ყაველაშვილმა გვიპასუხა, რომ სერიოზულად ამის განხილვა შეუძლებელია.

 

„საქართველოს ოდესღაც რომ ეგ სუბიექტი წარმოადგენდა, 10 წელია ეს სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს და ახლა კიდევ სერიოზულად შეიძლება იმის განხილვა, რომ ეგ სადმე წარმოადგენდეს ქვეყანას? ეგ ქვეყნის სირცხვილი.

 

როცა ქვეყანას ეს კლოუნი, ბოროტი კლოუნი ოფიციალურად წარმოადგენდა, ის სირცხვილი ვერ ჩამოგვირეცხავს ჯერ. სერიოზულად მეკითხებით, რომ ამ ბოროტი მიუნჰაუზენისთვის რაიმე წარმომადგენლობის მინიჭებაზე საერთოდ ფიქრიც კი შეიძლება?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X