
ნუცა ბუზალაძე თავის პირადზე საუბარს ყოველთვის გაურბის. მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას მალავს. ჟურნალი “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნუცა ყვება, როგორ გაუმასპინძლდა რჩეულს დამწვარი ბლინით.
ნუცა ბუზალაძე: – ჯერ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ, კარიერა უნდა გავიკეთო. გამიმართლა, რომ მას ჩემი სიმღერა უყვარს და არასდროს მეტყვის, რომ სიმღერას თავი დავანებო. ისიც იცის, რომ კარგი დიასახლისი არ ვარ და შეიძლება ვერც გავხდე. ერთხელ ჩემს გაკეთებულ ბლინებზე დავპატიჟე, რომელიც ნახევრად დამეწვა. დიდხანს ამბობდა, არ მინდა ჭამაო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თვალი არ მომიცილებია, სანამ ბოლომდე არ შეჭამა.
საბედნიეროდ არ არის ეჭვიანი და კარგად იცის ჩემი პროფესიის თანმდევი სიძნელეები. გაცნობიერებული აქვს, რომ შეიძლება გვიანობამდე შემოვრჩე კონცერტს, მყავდეს ფანები, ნაკლებად მოვიცალო ოჯახისთვის…























