23:25 | 2020-04-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჯერჯერობით ჩემი მშობლებისა და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ – ვანო მერაბიშვილი

ჯერჯერობით ჩემი მშობლებისა და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ – ვანო მერაბიშვილი

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი, მეგობრებისა და მშობლების დახმარებით ცხოვრობს.

 

„ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად არის მინიმალური, მე არ მაქვს შემოსავლები. იმედი მაქვს მალე გამიჩნდება რაღაც საქმით დავკავდები. ასევე ჩემი ოჯახის წევრები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ მათ არ აქვთ შემოსავლები.​ ​ჯერჯერობით ჩემი მშობლებისა და მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ“,- აცხადებს მერაბიშვილი.

 

მერაბიშვილის თქმით, მის საკუთრებაში მხოლოდ ორი ბინაა.

 

„ჩემს დეკლარაციაში რაც იყო საკუთრება იქედან საკუთრების ნაწილი გაიყიდა და ამ კორპუსში ორი ბინა შევიძინეთ, სულ ეს არის ჩემი საკუთრება.

 

მე მგონი, ჩემს წინააღმდეგ 10-მდე საქმე იყო აღძრული. რა თქმა უნდა ხელისუფლება ეძებდა ნებისმიერ საშუალებას, რომ თუნდაც ერთი ფაქტი აღმოეჩინა პირდაპირ ან ირიბად ჩემს საკუთრებაში ყოფნის, რაიმე ტიპის ბიზნესის ან ქონების და ასეთი არ არსებობდა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X