
ვაქცინაციის პროცესში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობაში განმარტეს, თუ რომელი ჯგუფები ჩაერთვებიან კიდევ ვაქცინაციის პროცესში.
„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.























