
ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან კიდევ რამდენიმე ჯგუფი ჩაერთვება. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოსახლობაც ჩაერთოს.
ჯანდაცვის მინისტრის განამრტებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის აქტიურობამ განაპირობა.
ჯგუფები, რომლებიც 5 აპრილიდან ვაქციანციის პროცესში ჩაერთვებიან:
- 55 წელს ზემოთ მოქალაქეები
- დიალიზზე მყოფი მოქალაქეები
- ორგანოგადანერგილი მოქალაქეები
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს ვაქცინაციის დოზების დაკარგვა, შეიქმნება სათადარიგო სიები.
„მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიციის და ჯარის დახმარებით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას. 5 აპრილიდან მოხდება ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“,- განაცხადა ტიკარაძემ.






















