21:00 | 2020-11-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა – CNN

ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა – CNN

ამ დრომდე, ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა.

 

CNN -ს ინფორმაციით, „რესპუბლიკელი“ დონალ ტრამპისთვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია.

 

„დილას ოჯახთან ერთად იმყოფებოდა დელავერში, საკუთარ სახლში, როდესაც ნახა ახალი ამბები – ის მშობლიური პენსილვანიის გამარჯვებული გახდა და ის იქნება შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი“ – წერს CNN-ი.

 

„არასოდეს დაივიწყოთ: სიმაღლეები მხოლოდ ციფრები არ არის. ისინი წარმოადგენენ ხმებსა და ამომრჩევლებს, მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც იყენებენ ფუნდამენტურ უფლებას, გაგაგონონ თავიანთი ხმა. ” – CNN-ის მეშვეობით მიმართა ამომრჩევლებს ჯო ბაიდენმა

 

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას აფროამერიკელი ქალი – კამალა ჰარისი დაიკავებს.

 

შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X