
ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს სულელი უწოდა, რადგან პირბადის ტარებაზე დამცინავად საუბრობს.
„არ უნდა ჩავერთო ამ დისკუსიაში, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი. პრეზიდენტებმა მაგალითი უნდა აჩვენოს. იგი სულელია, რომ ამ თემაზე ასე საუბრობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ტრამპმა სოციალურ ქსელში პუბლიკაცია გააზიარა, რომელშიც ჯო ბაიდენს ხსოვნის დღის ცერემონიაზე პირბადის ტარების გამო დასცინოდნენ.
























