
პანდემიის გათვალისწინებით, 15 აპრილიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თბილისისა და ქალაქ მცხეთის სერვის ცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.






















