15:07 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

კაბინეტიდან ხელის ქნევას, ურჩევნია აქ მობრძანდეს – ლევან გოგიჩაიშვილი გახარიაზე

კაბინეტიდან ხელის ქნევას, ურჩევნია აქ მობრძანდეს – ლევან გოგიჩაიშვილი გახარიაზე

„საკუთარი კაბინეტიდან ხელის დაქნევას, შეუძლია მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი პარლამენტში დადის და ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს ესაუბრება გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

 

„არ ვეთანხმები პრემიერს, როცა რადიკალურად აყენებს საკითხს. საკუთარი კაბინეტიდან ხელის დაქნევას, შეუძლია მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან.

 

როდესაც პრემიერს სჭირდება მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე, დადის ხოლმე პარლამენტში და ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს ესაუბრება გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

 

მალე თქვენ იქნებით ოპოზიციაში და ყველაზე სვეტი ოპოზიცია გვეყოლება - მელია კობახიძეს
2020-05-21მალე თქვენ იქნებით ოპოზიციაში და ყველაზე სვეტი ოპოზიცია გვეყოლება - მელია კობახიძეს

 

 

კანონპროექტი რომელიც შემოჰქონდა პრემიერს, არის დიქტატურის კანონპროექტი. როგორც ჩანს, მას სისტემები კარგად არ ესმის. მას მხოლოდ ერთი ადამიანის მსახურება უნდა, რომლის მსახურების გამო გააჩნია ეს თანამდებობა“,- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

ცნობისთვის,  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

 

კანონპროექტს უპირისპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X