16:00 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

კადრები ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელიც COVID 19-ის მართვაში ჩაერთო

კადრები ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომელიც COVID 19-ის მართვაში ჩაერთო

ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნა. 170 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება Covid-19 ინფექციის მართვაში ჩაერთო.

 

ამ ეტაპზე კლინიკას შეუძლია ერთდროულად 70-მდე პაციენტი მიიღოს, თუმცა საავადმყოფოს აღჭურვა გრძელდება და სულ 170 პირის განთავსება იქნება შესაძლებელი.

თავდაპირველად ობიექტი ცხელების ცენტრი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულების მოთავსებაც იქნება შესაძლებელი.

 

კლინიკა იმ სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა რომელიც Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად არის საჭირო.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისთვის არის საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის, თქმით კლინიკის აღჭურვა დაჩქარებული წესით კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ჩართულობით მოხდა.

სამედიცინო დაწესებულებაში 27 მართვითი სუნთქვის აპარატი და 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლია.

ავტორი: Prime Time

X