
54 წლიანი არსებობის ისტორიაში თბილისის მეტრო პირველად გაჩერდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკია.
თბილისის მეტროპოლიტენთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იმუშავებს ავტობუსიც.
თბილისის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც მეტროს ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საკომენდანტო საათსაც გულისხმობს.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
- 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















