
„რუსთავი 2“ შატილთან მომხდარი ავტოკატასტროფის პირველ კადრებს ავრცელებს, რომელშიც კარგად ჩანს როგორც ცდილობენ ადგილობრივები ავარიის შედეგად დამტვრეული მანქანიდან დაღუპულების და დაშავებულების გამოყვანას.
მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მგზავრი დაიღუპა, 3 ადამიანი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით მათი საშუალო ასაკი 25 წელია და მდგომარეობა კრიტიკულია. მისივე თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებათ და გადაუდებელი ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდებათ.
შემთხვევა გუშინ მოხდა, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამის გამო, საქართველოს მთავრობამ 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.
ექსკლუზიური კადრები შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან
ექსკლუზიური კადრები შატილში დატრიალებული ტრაგედიიდან – ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ტრაგედიის ადგილთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მგზავრების გადარჩენას
Posted by Rustavi 2 on ორშაბათი, 24 აგვისტო, 2020























