გალერეა ” წითელი კვადრატი” მხატვარ- სიურეალისტ კახა ესებუას უმასპინძლებს.
” სურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციებისა და ილუსტრაციებისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სურეალიზმის სწავლა და სურეალისტად ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი”,- ასე გადმოსცემს ფერმწერი საკუთარ დამოკიდებულებას მისი შემოქმედებისადმი.

მხატვარი სიურეალისტის კახა ესებუას პერსონალურ გამოფენა თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნება.მისი ფერწერული ნამუშევრები გალერეაში ” წითელი კვადრატი” 25 ნოემბრამდე დარჩება.
კახა ესებუა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდში შექმნილ სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს.
“გამოფენაზე წარვადგენ ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს. 21-ე საუკუნის მნახველს სურს გამოფენაზე იხილოს მხატვრის „პარადოქსულ ტვინში გატარებით“ შექმნილი დღევანდელი თანამედროვეობის ობიექტები. მთავარი ის კი არ არის რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული”,- ამბობს მხატვარი.
კახა ესებუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქონდა 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ნინო სანადირაძე გარდაიცვალა
იზრდება თუ არა დევნილთა დახმარება, რომელიც ახლა 45 ლარს შეადგენს – რას ამბობენ დევნილთა სააგენტოში
ვის რამდენით მოემატება პენსია 2022 წლიდან – ფინანსთა მინისტრის განმარტება
პენსია, ხელფასები, სოციალური დახმარება 2022 წლიდან იმატებს – ნახეთ, ვის რამდენით გაეზრება შემოსავალი
ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა
რომ არა თქვენ, მე უკვე ჩემს თამოსთან ვიქნებოდი – რა შეემთხვა თეონა თამაზაშვილს
ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს