
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებას ეხმაურება და ამბობს, რომ კალაძე მათ კანდიდატს „მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს“. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა, ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული.
ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან” გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? – 30 წელია ხიდი არ აშენებულა.
მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. 99 პროცენტი რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, დღეს უნდა წარადგინოს.
დაგაინტერესებთ:






















