16:30 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტებს პირადი სახსრებით არეკლამებს – თბილისის მერია

კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტებს პირადი სახსრებით არეკლამებს – თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირებაში საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, კახა კალაძე პოსტებს პირადი სახსრებით არეკლამებს.

 

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

 

აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137,139.41 ლარი; 2019 წელს – 143,590.42 ლარი; 2020 წელს – 58,117 ლარი; 2021 წელს – 15,028 ლარი“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ავტორი: Prime Time

X