11:54 | 2021-10-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

 

საქართველოს ბანკი მომხმარებელს  შეღავათიან  აგროკრედიტს  სთავაზობს
2021-10-05საქართველოს ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს

 

ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

 

2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X