15:44 | 2020-05-27 ავტორი: ნინი ტაველიძე

კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობას მეხუთედ აპირებს

კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობას მეხუთედ აპირებს

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი 2020 წლის არჩევნებში კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თავად ოქრიაშვილმა განუცხადა.

 

„რეიტინგი ძალიან მაღალი მაქვს. ყოველ წელს ვუკვეთავ კვლევას და შესაბამისად შანსებიც საკმაოდ დიდია“,- ამბობს კახა ოქრიაშვილი.

 

ის დმანისის 4-გზის მაჟორიტარი დეპუტატია, ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყრიდა კენჭს, ორჯერ კი „ქართული ოცნების“.

 

2020 წლის ოქტომბერში კი ოქრიაშვილი დმანისის მაჟორიტარულ ოლქში მეხუთედ სცდის ბედს.

 

150 მილიონი ლარი დევნილებისთვის - გახარიას გეგმა
2020-05-27150 მილიონი ლარი დევნილებისთვის - გახარიას გეგმა
ავტორი: ნინი ტაველიძე

X