
COVID-19- ით დაინფიცირებული დედოფლისწყაროელი მძღოლის არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტირება მძღოლის 10 კონტაქტს ჩაუტარდა.
„კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას.
ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ტესტირება ჩაუტარდა 4078 პირს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულ მოქალაქეებში, ორსულები და ბავშვები, მხოლოდ საკარანტინო სივრცეში შეყვანილ პირთა შორის იყვნენ.თეონა აბესაძე.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























