10:26 | 2021-10-27 ავტორი: Prime Time

კახეთის რეგიონში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

კახეთის რეგიონში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა.

„იძულებულები ვიყავით, ერთი შვილი გაგვეყიდა, რომ საჭმლის ფული გვქონოდა
2021-10-27„იძულებულები ვიყავით, ერთი შვილი გაგვეყიდა, რომ საჭმლის ფული გვქონოდა" - სულისშემძვრელი ისტორია ავღანეთიდან

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ვინოგრაფი“ 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად ჯამში, 700 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.

 

საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი ღვინის ექსპორტს გეგმავს. „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12 მილიონ ლარს აღემატება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X