17:14 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა

კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ოლქის ახალი პროკურორი თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს.

 

კონსტანტინე სირაძე თბილისის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა და ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე, ჩვენება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც მისცა.

 

სირაძემ კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ლევან პაქსაშვილი შეცვალა, რომელიც კახეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობიდან, 2018 წლის თებერვალში გადაიყვანეს.

 

კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, მან სამი დღის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თავისუფალია,თელავის რაიონული პროკურორის თანამდებობაც. ირაკლი ჩინჩალაძემ პოსტი წინა კვირაში დატოვა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X