13:31 | 2021-04-10 ავტორი: Prime Time

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა და ხუთი მგზავრი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

 

წნორი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს მერსედესისა და ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც სოფელ საქობოდანაა.

 

სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა მამა ვახტანგი (ასათიანი)
2021-04-10სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა მამა ვახტანგი (ასათიანი)

 

დაშავებული მგზავრები კი, წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X