
კახეთში პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. უწყების ინფორმაციით, მან, ასევე, 1 500 ლარის ოდენობის თანხა, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები წაიღო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად მოპარული თანხა და მობილური ტელეფონი ამოღო. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






















