23:40 | 2021-04-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კახეთში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელს დენმა დაარტყა

კახეთში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელს დენმა დაარტყა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხში მოხდა. მამაკაცს კაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა.

 

ელექტროენერგიის დარტყმამ შოკი გამოიწვია და კომპანიის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

 

უბედური შემთხვევის მიზეზად, სავარაუდო დაუდევრობა სახელდება.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X