14:04 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

კახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა შეიქმნება

კახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა შეიქმნება

კახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა შეიქმნება. ამის შესახებ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

 

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საკარანტინო ზონა უკვე თელავის სამ სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 160 ადამიანი იმყოფება.

 

„უკვე სამი საკარანტინო ზონაა, სადაც მოქალაქეები არიან განთავსებული. გრძელდება კონტროლი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გუშინ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები-პუნქტიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე, მაღალი ტემპერატურის გამო, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით, კახეთში არ გვაქვს ახალი კორონავირუსის, არც შესაძლო და არც დადასტურებული შემთხვევა“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, თვითიზოლაციაში 198 პირი იმყოფება. მეთვალყურეობა მოეხსნა 5 პირს, ხოლო თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონაში პოლიციამ იძულების წესით 10 პირი მოათავსა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X