16:25 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

შეგახსენებთ, კახეთი რამდენიმე თვის განმავლობაში „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებდა.

 

გამყრელიძე - რაღაც მომესმა, ზოგიერთ სამარშუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო
2020-05-31გამყრელიძე - რაღაც მომესმა, ზოგიერთ სამარშუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X