
კახეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოვიდ-19 დღეს 889 მოქალაქეს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა.
განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებები დღეს, საღამოსთვის გახდება ცნობილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში მსგავსი დღიური მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 7 სკოლა, 30-მდე საბავშვო ბაღი და 80-მდე კლასია დაკეტილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























