13:27 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ მოქალაქეთა რაოდენობა სარისკო ქვეყნების რიცხვის ზრდის პროპორციულად იმატებს.

 

რისკის ქვეყნების ზრდასთან ერთად რაოდენობაც იზრდება, თუმცა კახეთის ორი მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მეთვალყურეობა მოეხსნათ.

 

„ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც დაკვირვებას საჭიროებენ“- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

14 დღიან კარანტინში რჩებიან პარიზი-საქართველოს რეისის მგზავრებიც, რომლებიც ამ პერიოდს თელავის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარებენ.

 

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილია მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. მისი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

 

რაც შეეხება თვითიზოლაციის წესების დარღვევას, ამისათვის, რეგიონიდან ოთხი ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

 

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X